იმედი


ახლაც ჩამესმის - ნუ გეშინია, მე შენ გაგიგებ, 

ეს ერთგულების მზემ გამათბო უცნობი სხივით

და თუ ასეა-ცოდვილ გულის კარებს გაგიღებ.

და სულს გაგიყოფ, ოღონდ საქმით და არა სიტყვით

მუზა დაღლილა შემოდგომის ცივი ფერებით,

და ღამეს ათრობს მარტოხელა ვარსკვლავი თეთრი,

მე მაინც ველი სულის აპრილს თბილი ბგერებით,

და ეულ კალამს ხელს უწვდიან იმედის ფრთები.

კვლავ იბადება ,,ძველ“ გრძნობაზე ფიქრი ახალი,

ღრუბელმა სუნთქვით გააღვიძა ოცნების წამი.

სალომე გვარამია
–––––––––––––––––––––––––––––––––––––– 


რაღაც დამთავრდა...
გული გაჩერდა
სულიც აღარ მაქვს


რაღაც დამთავრდა...
ოცნება, ცხადი, მოგონება
უკვე გამქრალს გავს


რაღაც დამთავრდა...




ღიმილი გაქრა, სითბოც აღარსად ჩანს
რაღაც დამთავრდა...
და მოვესწარი გულის დაკრძალვას
რაღაც დამთავრდა...
ცხოვრება, ყოფა ტანჯვად ქცეულა
ძველსაც არა ჰგავს
რაღაც დამთავრდა...
უშენოდ ყველგან თითქოს დაზამთრდა
რაღაც დამთავრდა...
მზე  ჩაესვენა, მთვარეც არსად ჩანს
რაღაც დამთავრდა...
რაღაც დაიწყო...
         
ნინო ჯოჯუა 

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––