*   *    * 
შენთვის იცოცხლებს ჩემი სიცოცხლე,   
 
შენთვის მოვკვდები ესეც იცოდე, 

შენთვის დავთმობდი მე ბოლო წამებს

ლხინშიც და ჭირშიც შენთვის ვილოცებ

შენთვის ვიღიმი, ნიღაბს ვიმშვენებ,

რომ გაგაცინო რას არ ვღიღინებ 

ჩემი ოცნება შენზე ოცნებობს

შენზე ვამყარებ მე მთელ იმედებს.

მე ხომ უშენოდ ვეღარ ვიმღერებ

უშენოდ გულიც აღარ იფეთქებს

შენ ჩემთვის ბევრი, შენ ჩემთვის ერთი  

ღმერთს გეფიცები ვარსებობ შენთვის.

შაკო 
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------


იცი?  მიყვარხარ!               
ამ სიტყვას სათუთად ღრმად გულში ვინახავ
იცი? ვინა ვარ?
ამ წუთას გარეთ რომ დაჰყვება ნიავქარს
იცი? ვინახავ
ჩემს გრძნობას მე ვიტევ, სიყვარულს გინახავ
იცი? ვინა ხარ? ნათელი ფერები გრძნობას , რომ მიხატავს
იცი? საიდან ხარ?  ზეციდან, ციდან, იქნებ მზიდან
იცი? ზღვიდან ხარ? ტალღები სულში ტკივილს მიფარავს,
იცი? მიფანტავს, გრძნობები მწველი, სევდას მიფანტავს,
იცი? ვინა ვარ? ყველაზე ურჩი ვინც კი გინახავს.
ნინო ჯოჯუა 
 ----------------------------------------------------------------
ხალხნო!!!

თქვენ ვერ გაიგებთ

რა იმალება ამ გულის ჭრილში,

ვერც მე ვხსნი რადგან,

დაბნეული ვარ, ცრემლიან ფიქრში.

თითქოს არ ვიცი რა ხდება ჩემში,

რა ვერ გაიგეთ ხალხნო თქვენ დღემდის?!

მძიმედ განვიცდი ნანახს მე ბევრში,

გადმოიტანეთ განცდა თქვენს მხრებში!

უსიტყვოდ ვხედავ დღეს ზიზღს მე ბევრში,

რასაც განვიცდი და ვერ ვხსნი დღემდის 

ხალხნო უსმინეთ სხვის ტკივილს, განცდებს,

და აიგება ცხოვრება თქვენშიც.

ნეტა თუ ღირს ცხოვრება დღეს იქ?!

სადაც ეშმაკი სახლდება სულში

მე თქვენ მიყვარხართ! თქვენ სახლობთ ჩემში!

თქვენვე ჩამახრჩვეთ წყლით სავსე ქვევრში.

შაკო

---------------------------------------------------------------------- 
    ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
    მარადისობა

უნდა იცოცხლო, უნდა იმღერო, 

უნდა მშველელად გაჰყვე სახნისებს

უნდა ახვიდე ნისლების ზემოთ
და იჩურჩულო მამა დავითზე,

უნდა დაემხო გმირთა საფლავებს 

და მათი ხსოვნა მუდამ ადიდო

ისინი გულებს დაიდაფნავენ

მათ შერჩათ ლტოლვა სამარადისო.

სალომე.
-------------------------------------------------------------------------------------------- 




                                იმედი


ახლაც ჩამესმის - ნუ გეშინია, მე შენ გაგიგებ, 

ეს ერთგულების მზემ გამათბო უცნობი სხივით

და თუ ასეა-ცოდვილ გულის კარებს გაგიღებ.

და სულს გაგიყოფ, ოღონდ საქმით და არა სიტყვით

მუზა დაღლილა შემოდგომის ცივი ფერებით,

და ღამეს ათრობს მარტოხელა ვარსკვლავი თეთრი,

მე მაინც ველი სულის აპრილს თბილი ბგერებით,

და ეულ კალამს ხელს უწვდიან იმედის ფრთები.

კვლავ იბადება ,,ძველ“ გრძნობაზე ფიქრი ახალი,

ღრუბელმა სუნთქვით გააღვიძა ოცნების წამი.

სალომე გვარამია
–––––––––––––––––––––––––––––––––––––– 


რაღაც დამთავრდა...
გული გაჩერდა
სულიც აღარ მაქვს


რაღაც დამთავრდა...
ოცნება, ცხადი, მოგონება
უკვე გამქრალს გავს


რაღაც დამთავრდა...




ღიმილი გაქრა, სითბოც აღარსად ჩანს
რაღაც დამთავრდა...
და მოვესწარი გულის დაკრძალვას
რაღაც დამთავრდა...
ცხოვრება, ყოფა ტანჯვად ქცეულა
ძველსაც არა ჰგავს
რაღაც დამთავრდა...
უშენოდ ყველგან თითქოს დაზამთრდა
რაღაც დამთავრდა...
მზე  ჩაესვენა, მთვარეც არსად ჩანს
რაღაც დამთავრდა...
რაღაც დაიწყო...
         
ნინო ჯოჯუა 

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 
 --------------------------------------------------------------------------------------------------
                  *   *   *
..მათხოვარი ვარ დამშეულ დროის,

  ნათხოვარი მაქვს ეს ჭრელი კაბაც,


  ვალზე აღებულ აკორდის დროით -


  2-ის 15-ზე გადმოხტა კატა.........


  ნაჩუქარი მაქვს ყველა ოცნება,


  თეთრიც და შავიც,ბოროტიც,კარგიც,..


  ფარდას მოვხსენი ჭრელი არშია


  და მივაკერე ქუდს შავი კანტი.......


  წვიმაში ვხედავ წარსულ ცხოვრებას,


  უსაყვარლეს დღის დავკარგე კადრი..


  მინდა მიყვარდეს ფერიცვალება-
  

 ბოდლერი,ლორკა,სპინოზა,კანტი..
  

''როგორმე ქარმა,თუ მიმატოვა'',

  როგორმე ზამთარს თუ შევუყვარდი..:):)


ნათია ინალიშვილი
–––––––––––––––––––––––––––––––––––– 
                                              
                *   *   * 
. . . მომწონს, როცა ვდგავარ სადღაც ზღვარზე,   
 
  სული დარბის ტალახიან გზაზე..
 
  სევდა თმაში ჩამეწვნება ღელვით....
 
  სულ სხვა არის ზღვა ლოდინის ფერი.....
 
  ნაპირიდან ნაპირზე უნაპირო ზღვას მივსდევ
 
  და ეს რბოლა,ვიცი მალე დამღლის,
 
  ჩემს თავს დედას ვაფიცებ,რომ კვლავ 


გავშლი ნაბიჯებს
 
 და არასდროს გავჩერდები ზღვრზე!!!....




ნათია ინალიშვილი 
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განცდები უშემასმენლოდ

გარინდული სამყარო, გაცრეცილი ცა,
აწეწილი სული, წკაპუნი წვეთების ...
უცებ ფრთებგაშლილი ფერია,
უსაზღვროება, ბოთლიდან გათავისებული ჯინი...
გადარეული როკი, დაწყვეტილი
ბორკილები, ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
აფეთქებული გაზაფხული, უნაზესი
სითეთრე და სივარდისფრე
სულისშემძვრელი მუსიკა... დაბრუნება,
თავისუფლება და ჩარჩოში ჩასმული უსაზღვროება...

ნატო მორგოშია